„ერთადერთი თვე, რომელიც შეიძლება იყოს შემოსავლიანი ეს არის სექტემბერი, ანუ ტურისტები ქვეყანაში მოძრაობას აგვისტოდან დაიწყებენ, სექტემბერი იქნება პიკური და დატვირთულობის მაჩვენებელი წინასწარი შეფასებით, 40-45% გაუტოლდება, რაც ამ პერიოდისთვის არის განახევრებული მაჩვენებელი,“ - ამის შესახებ, Bm.ge-სთან რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელმა, შალვა ალავერდაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემდეგი წლის მაისამდე რთულ მდგომარეობაში იქნება სტუმართ-მასპინძლობის ბიზნესი და იქნება წამგებიანი.
„ამ ეტაპზე პირველი რანგის ამოცანებია ბანკებთან ურთიერთობის დალაგება, შემდეგ საგადასახადო წნეხზეა საუბარი. ანუ რა თქმა უნდა, კარგია საშემოსავლო გადასახადის მიმართულებით შეღავათები, თუმცა ქონების გადასახადი არსად წასულა, ისევე როგორც კომუნალური გადასახადები. ჩვენ ენერგომატარებლებში გვიდევს დეპოზიტები, რომლებიც არ არის ცოტა, საშუალოდ 50 ათას ლარს უტოლდება და ჩვენ დიდი ხანია ვთხოვთ სემეკსა და შესაბამის უწყებებს, რომ მოგვცეს დეპოზიტების გამოყენების უფლება“ - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.
ალავერდაშვილის თქმით, დღეს ტურიზმის სექტორში ჩართული ადამიანების მთავარი კითხვა არის, თუ როდიდან გაიხსნება საქართველოს საზღვრები, რომ პარტნიორებთან დაიწყოს მოლაპარაკებების წარმოება და მომავლის დაგეგმვა, თუმცა ამ ეტაპზე, კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ხოლო წინასწარი პროგნოზებით, ტურიზმის გაჯანსაღებას დაახლოებით, 2 წელი დასჭირდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი