03.სექტემბერი .2020 12:20

სექტემბერში 70 ფრენა არის დადასტურებული - ნათია თურნავა

views 562
უკან

სექტემბერში საქართველოდან 70-მდე ფრენა განხორციელდება. ამის შესახებ განცხადება დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. მისი თქმით, ამ ფრენებიდან 30-მდე რეგულარული 40-მდე კი ჩარტერული რეისი იქნება. 

"დღეს უნდა დავიცვათ მთავარი მიღწევა, რაც არის ეპიდემოულოგიური კეთილსაიმედოობა და ქვეყნის იმიჯი, როგორც უსაფრთო ქვეყანა. მაგარამ, თანდათანობით თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ვზრდით ფრენების არეალს. მაგალითად, სექტემბერში 70 ფრენა არის დადასტურებული, რაც ჯერადობით მეტია, ვიდრე წინა თვეებში, როდესაც საერთოდ სრული შეზღუდვა იყო. 70 ფრენიდან 30-მდე არის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თანდათანობით მოგვეცემა საშუალება, რომ გავზარდოთ ფრენები იმის პარალელურად, რომ მოგვარდება ეპიდემიოლოგიური ვითარება,"- ამბობს ნათია თურნავა.

სექტემბერში დაგეგმილი ფრენების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა