მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში ახალგაცემული იპოთეკური სესხები 20%-ით გაიზარდა - "თიბისი კაპიტალი"

5f76f309dd973
ელენე გოგბერაშვილი
02.10.20 13:24
944
"თიბისი კაპიტალმა" ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სექტემბერში ახალგაცემულ იპოთეკურ სესხებში ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, 1-28 სექტემბრის პერიოდში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ +20% შეადგინა.
 
 

 

ამასთან, 6 ივლისიდან დღემდე გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი მეტწილად უცვლელია ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

"თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი კვლავ დადებითია და 25 სექტემბრის მდგომარეობით წ/წ +10%- ს შეადგინა"-ნათქვამია ანგარიშში.