მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში ქართული ბანკების აქტივები 58.6 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მშპ-ის 100%-ია

6176a7562a770
შოთა ტყეშელაშვილი
25.10.21 16:52
821
2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის ჯამურმა აქტივებმა 58.57 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბანკების აქტივები 1.09 მილიარდი ლარით ანუ 1.89%-ით გაიზარდა. 

შედარებისთვის, 58.57 მილიარდი ლარი, 2021 წლის საპროგნოზო მშპ-ის ანუ 58.42 მილიარდი ლარის 100.2%-ია, შესაბამისად, წელსაც ბანკების აქტივები საქართველოს მშპ-ს გადააჭარბებს. 

აქტივების ზრდა სესხებისა და დეპოზიტების მოცულობის მატებამ განაპირობა. კერძოდ, სექტემბერში საბანკო კრედიტების მოცულობამ 931 მილიონი ლარით იმატა და 41 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო დეპოზიტების მოცულობა კი 457 მილიონი ლარით, 35.86 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 

"საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.28 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.43 პროცენტია," - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.