მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში საქართველოში 0.7%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო

5f9bbcc984193
შოთა ტყეშელაშვილი
30.10.20 11:10
872
საქსტატმა დღეს 2020 წლის სექტემბრის ეკონომიკური ვარდნის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად,  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ სექტემბერში 0.7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5.0 პროცენტია.

საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში კლების ტენდენციაა.

"2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში", - ნათქვამია ანგარიშში. 

სხვა თვეებისგან განსხვავებით, სექტემბერში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურ ჭრილში მცირედით - 3.2%-ით გაიზარდა და მან სექტემბერში 7.6 მილიარდი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურ ჭრილში შემცირებული იყო.