მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა, რაც მკვეთრად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს

5d98e66c5be19
ირაკლი მაკალათია
06.10.19 10:10
1138
2019 წლის სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა, რაც მკვეთრად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს.

მოცემული მაჩვენებელი გამოითვლება სამომხმარებლო კალათაში შემავალი 306 დასახელების პროდუქტის ფასების ცვლილებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 306 დასახელების პროდუქტზე საშუალოდ 6.4%-ით გაიზარდა ფასი.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

1. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით. სურსათზე გაწეული ხარჯების წილი შეადგენს 27.3%-ს, აქედან გამომდინარე ეს ჯგუფი ყველაზე მეტად მოხმარებადია და შესაბამისად სურსათზე გაზრდილი ფასები მგრძნობიარედ აღიქმება მოსახლეობაში, განსაკუთრებით ეს ეხებათ დაბალ შემოსავლიან ჯგუფებს.

ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე: ხორბლის პური 11.4%; ხორბლის ფქვილი 14.7%; ძროხის ხორცი 17.7%; ღორის ხორცი 10.8%; ქათმის ხორცი 8.0%; თევზეული 16.1 %; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13.2 %; ბოსტნეული და ბაღჩეული 10.1 %.

სურსათის ჯგუფში ფასების ზრდას განაპირობებს ადგილობრივი წარმოების მცირე მოცულობა და იმპორტზე დამოკიდებულება, ლარის დევალვაციის პირობებში, ძვირდება იმპორტირებული პროდუქტები, რაც შემდეგ მაღალ ინფლაციაში აისახება ადგილობრივ ბაზარზე.

2. ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 14.6 პროცენტით. ალკოჰოლურ სასმელების კატეგორიაში ყველაზე მეტად გაძვირდა ლუდი (8.3%-ით), ხოლო ამ ჯგუფში მაღალი ინფლაცია მიღებულია ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტის (29.8%), უფილტრო სიგარეტისა (26.5%) და იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტის (29.5%) გაძვირებით.

აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების ზრდის ძირითად ფაქტორებს წარმოადგენს. აქციზის გადასახადის ზრდა, ლარის დევალვაციის შედეგად იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასის ზრდა, წარმოების დანახარჯების ზრდა და აქციზის გადასახადის ზრდის მოლოდინი.

3. ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 4.0 პროცენტით. სურსათის ჯგუფის შემდეგ ყველაზე მეტად მოთხოვნადი ჯგუფია, განსაკუთრებით საპენსიო ასაკის ჯგუფში. შესაბამისად აქ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდას მგრძნობიარედ აღიქვამს მოსახლეობა.

ფასები მკვეთრად მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე: ანტიბიოტიკები 11.7%; ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 9.1%; ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 6.7%

4. ფასების ზრდა ასევე დაფიქსირდა დასვენება, გართობა და კულტურის ჯგუფში (6.9 %) და ტრანსპორტის ჯგუფში (3.9 %)