მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში თიბისიში გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 25%-ით გაიზარდა

5f801a36354ea
ელენე გოგბერაშვილი
09.10.20 12:17
786

"თიბისი კაპიტალმა" ეკონომიკის აღდგენის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებით, სექტემბერში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, თიბისი ბანკის მიერ სექტემბერში გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ +25% შეადგინა.
 
6 ივლისიდან დღემდე გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი წინა კვირასთან შედარებით -1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ამასთან, თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი კვლავ დადებითია და 30
სექტემბრის მდგომარეობით წ/წ +8%-ს შეადგენს.