რაც შეეხება საზღვრის ტიპებს, ქვეყანაში ვიზიტორების 88% - სახმელეთო გზით, 10% კი საჰაერო გზით შემოვიდა. სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით კი, ქვეყანას ვიზიტორთა 2% ეწვია.
15 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:
1 თურქეთი - 18 540 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,8% ;
2 სომხეთი - 9 770 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,4% ;
3 საქართველო (არარეზიდენტი) - 5 318 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,9% ;
4 რუსეთი - 4 423 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,0% ;
5 აზერბაიჯანი - 3 964 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,3% ;
6 უზბეკეთი - 1 525 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 6,3% ;
7 უკრაინა - 1 074 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,2% ;
8 ბელარუსი - 971 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -90,4% ;
9 ამერიკის შეერთებული შტატები - 744 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,7% ;
10 გერმანია - 656 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,8% ;
11 ყაზახეთი - 541 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,6% ;
12 საფრანგეთი - 429 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -87,1% ;
13 ლატვია - 274 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -91,1% ;
14 ბულგარეთი - 255 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -74,8% ;
15 ტაჯიკეთი - 244 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -47,8%.
ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ვიზიტორების რაოდენობის რეკორდულ ვარდნასთან ერთად, დემოგრაფიული მაჩვენებლებიც რადიკალურად არის შეცვლილი - კერძოდ, 50,499 ვიზიტორს შორის 93% ანუ 47,146 კაცი იყო. ქალი ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 3,353-ია. ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში გასულ წელსაც კაცები ჭარბობდნენ, თუმცა 2019 წელს თანაფარდობა 62%/38%-ზე იყო.
სავარაუდოდ, წელს გენდერულ ჭრილში ვიზიტორების ასეთი მკვეთრი დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ ვიზიტორების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ისეთი ტექნიკური მიზეზით შემოვიდა, როგორიც სატვირთო გადაზიდვის განხორციელებაა, ხოლო სატვირთო მანქანების მძღოლთა უდიდესი ნაწილი კაცია.