14.ოქტომბერი .2020 12:21

სექტემბერში ტურიზმის ვარდნა 94%-ია - TOP-15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ესტუმრნენ

views 648
უკან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი სულ 50,499-მა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა. ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 94%-ით ნაკლებია. სექტემბერში ყველაზე მეტი -18,540 ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, წლიურ ჭრილში კი, თურქი ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით არის შემცირებული. 

რაც შეეხება საზღვრის ტიპებს, ქვეყანაში ვიზიტორების 88% - სახმელეთო გზით, 10% კი საჰაერო გზით შემოვიდა. სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით კი, ქვეყანას ვიზიტორთა 2% ეწვია.

15 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:


1 თურქეთი - 18 540 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,8% ;
2 სომხეთი - 9 770 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,4% ;
3 საქართველო (არარეზიდენტი) - 5 318 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,9% ;
4 რუსეთი - 4 423 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,0% ;
5 აზერბაიჯანი - 3 964 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,3% ;
6 უზბეკეთი - 1 525 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 6,3% ;
7 უკრაინა - 1 074 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,2% ;
8 ბელარუსი - 971 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -90,4% ;
9 ამერიკის შეერთებული შტატები - 744 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,7% ;
10 გერმანია - 656 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,8% ;
11 ყაზახეთი - 541 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,6% ;
12 საფრანგეთი - 429 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -87,1% ;
13 ლატვია - 274 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -91,1% ;
14 ბულგარეთი - 255 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -74,8% ;
15 ტაჯიკეთი - 244 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -47,8%.

ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ვიზიტორების რაოდენობის რეკორდულ ვარდნასთან ერთად, დემოგრაფიული მაჩვენებლებიც რადიკალურად არის შეცვლილი - კერძოდ, 50,499 ვიზიტორს შორის 93% ანუ 47,146 კაცი იყო. ქალი ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 3,353-ია. ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში გასულ წელსაც კაცები ჭარბობდნენ, თუმცა 2019 წელს თანაფარდობა 62%/38%-ზე იყო. 

სავარაუდოდ, წელს გენდერულ ჭრილში ვიზიტორების ასეთი მკვეთრი დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ ვიზიტორების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ისეთი ტექნიკური მიზეზით შემოვიდა, როგორიც სატვირთო გადაზიდვის განხორციელებაა, ხოლო სატვირთო მანქანების მძღოლთა უდიდესი ნაწილი კაცია. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა