06.ოქტომბერი .2020 23:04

სექტემბერში ვებგვერდ bm.ge-ის წაკითხვების რაოდენობა წლიურად 35%-ით გაიზარდა

views 338
უკან

Google Analytics- ის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბრის განმავლობაში ვებგვერდ bm.ge-ზე ჯამში 2,291,014 ნახვა/წაკითხვა (Pageview) განხორციელდა, რაც 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 35.49%-ით მეტია.

ანალიტიკური სისტემის თანახმად, გასული თვის განმავლობაში bm.ge-ის მომხმარებელთა განაწილება გეოგრაფიული არეალების მიხედვით ასეთია, მკითხველთა 89% - საქართველოდან; 3.31% - აშშ-დან; 0.86% - გერმანიიდან; 0.80% კი იტალიიდან სტუმრობდა ჩვენს ვებგვერდს.

რაც შეეხება მკითხველთა განაწილებას მობილური/პერსონალური კომპიუტერის ჭრილში, Google Analytics-ის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ვიზიტების 55.6% ანდროიდის, 28% IOS-ის და 14.5% კი Windows-ის ოპერაციული სისტემით განხორციელდა.

ჩვენს Facebook გვერდზე, 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით "მომწონებლების" რაოდენობა 125,690-ს შეადგენს. გასული თვის განმავლობაში Facebook გვერდის მომწონებელთა რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. BMG Facebook-ში ყოველთვიურად საშუალოდ 1,200,000 დან 1,500,000 უნიკალურ ჩვენებას აგენერირებს.1,100,000 დან 1,300,000 მდე რეაქცია ხორციელდება პოსტებზე (მოწონება, კომენტარი, გაზიარება, კლიკი), ასევე განთავსებულ ვიდეობს სოც. მედიაში ყოველთვიურად საშუალოდ 1,300,000 დან 1,450,000 მდე რეალური ნახვა აქვს.