მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში წლიური ინფლაციის დონე 3.8%-მდე შემცირდა

5f76d34272f0d
ელენე გოგბერაშვილი
02.10.20 11:10
1709
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონე კი წინა თვესთან შედარებით 1%-ით შემცირდა და 3.8% შეადგინა. 

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9%-ით, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (3.5%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.5%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.8%-ით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (3.1%) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების (1.7%) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.6%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 %), ხილი და ყურძენი (0.6 %) და ბოსტნეული და ბაღჩეული (0.6 %);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები მომატებულია 2.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (3.3 %), ასევე ტანსაცმლის (1.9 %) ქვეჯგუფებზე.


წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.97 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (14.4 %), თევზეული (11.7 %), ზეთი და ცხიმი (11.1 %), პური და პურპროდუქტები (8.7 %), ხილი და ყურძენი (8.2 %), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.7 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.1 %);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5%-ით, რაც 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0 %) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (9.4 %) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.9 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.3 %), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 %);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.1%-ით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა 0.51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (30.3
%) და პირადი ჰიგიენა (13.0 %).