მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბრიდან ბაზარზე გურული ჩაი "გამარჯობა" გამოჩნდება

5e9380a1cbfab
ნუცა ბაზლიძე
13.04.20 09:45
2461
სექტემბრიდან ქართულ ბაზარზე გურული ჩაი „გამარჯობა“ გამოჩნდება. ამასთან დაკავშირებით BM.GE მის დამფუძნებელ გიორგი ლომთათიძეს ესაუბრა.

როგორც გავარკვიეთ, ამ დრომდე, მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა ონლაინშეკვეთით გვერდ „ჩაი გურიიდან 3"-ის საშუალებით შეეძლოთ. ამ ეტაპზე, ეს სერვისი შეჩერებულია, თუმცა სექტემბრიდან, გურული ჩაი მაღაზიებში უკვე ბრენდ „გამარჯობას“ სახელით გამოჩნდება. როგორც გიორგი ლომთათიძე აღნიშნავს, მათ გათვლა ე.წ ტოპ მაღაზიებზე აქვთ, მათ შორის მოიაზრება „აგროჰაბი“.

BM.GE-სთან საუბრისას, გიორგი ლომთათიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის ფონამდე მას კომპანიის სამიზნე სეგმენტი განსხვავებულად წარმოედგინა.

„ტურისტულ პოტენციალზე მქონდა გათვლა, თანაც, სიტყვა „გამარჯობა“ საქართველოში ჩამოსულმა უცხოელებმაც იციან. ამ მხრივაც ვიფიქრე, რომ ინტერესი იქნებოდა“, - განმარტავს გიორგი ლომთათიძე.

როგორც გიორგი ლომთათიძე აღნიშნავს, ჩაი „გამარჯობა“ ჩეხი პარტნიორების საშუალებით უკვე არის წარმოდგენილი ჩეხეთში. მისივე თქმით, გურული ჩაი ექსპორტზე საფრანგეთშიც ხვდება.