მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბრის შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“

6321e12b4af8d
BM.GE
14.09.22 18:40
380
ზაფხულის დასრულებასთან ერთად, შორი მოგზაურობებიდან დაბრუნებისას ჩვენს ავტომობილებზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. იაპონური ბრენდის ავტომფლობელებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ სექტემბრის ბოლომდე სხვადასხვა აქციას სთავაზობს.

შეთავაზების ფარგლებში, 2013 წლამდე წარმოებული ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის, ძრავის ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებაზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ორიგინალი საცხებ-საპოხი მასალები დამზადებული, ტესტირებული და დამტკიცებულია იაპონური ბრენდის მიერ.



ასევე სექტემბერში, წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ სპეციალური ფასით ისარგებლებთ მაშუქების რეგულირებაზეც. უსაფრთხო მგზავრობისთვის ავტომობილის მაშუქების გამართულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, თუ მაშუქები ზედმეტად დახრილია, ხელს შეგიშლით გზის სავალი ნაწილის სრულად დანახვაში; თუ ზედმეტად მაღლაა, შესაძლოა მოპირდაპირე მხრიდან მოძრავ მძღოლს ხელი შეუშალოს მართვაში. აქციის ფარგლებში „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ მაშუქების შემოწმება 10 ლარად არის შესაძლებელი.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებებით სარგებლობისას სერვისცენტრებში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

R