საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში ჩაიდო, თანხამ 265 მილიონი დოლარი შეადგინა. დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, მესამე კვარტალში წინა წელთან შედარებით ამ სექტორის ინვესტიციები 2,700%-ზე მეტად არის გაზრდილი.
სექტორების მიხედვით, მეორე პოზიციას საფინანსო სექტორი იკავებს, სადაც მესამე კვარტალში $159 მილიონი ჩადეს, მესამე ადგილს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა იკავებს $60 მილიონი დოლარით.
წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად FDI ენერგეტიკის სექტორში შემცირდა, წინა წლის მესამე კვარტალში ამ სფეროში $117 მილიონი ჩაიდო, ხოლო წელს ეს მაჩვენებელი $9 მილიონზეა.
• უძრავი ქონება - $265 მლნ, მატება წინა წელთან 2,756%
• საფინანსო სექტორი - $159 მლნ, მატება წინა წელთან 75%
• ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $60 მლნ, მატება წინა წელთან 39%
• დამამუშავებელი მრეწველობა - $38 მლნ, კლება წინა წელთან -26%
• სასტუმროები და რესტორნები - $16 მლნ, მატება წინა წელთან 156%
• მშენებლობა - $16 მლნ, მატება წინა წელთან 797%
• ენერგეტიკა - $9 მლნ, კლება წინა წელთან -92%
• ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - $4 მლნ, კლება წინა წელთან -31%
• სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $1 მლნ, მატება წინა წელთან 21%
• სამთომოპოვებითი მრეწველობა - $1 მლნ, კლება წინა წელთან -801%
• დანარჩენი სექტორები - $176 მლნ, მატება წინა წელთან 270%.
რაც შეეხება FDI-ის წყაროების მიხედვით, მესამე კვარტალში 745 მილიონი დოლარიდან 446 მილიონი რეინვესტიციებზე მოდიოდა, სააქციო კაპიტალში ინვესტიციები 226 მილიონი დოლარი იყო, ხოლო სავალო ვალდებულებები 72.4 მილიონი დოლარი იყო.
მესამე კვარტალში ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზეა ესპანეთი - 165.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც FDI-ის 22.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო - 122.9 მლნ. აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ირლანდია - 120.3 მლნ. აშშ დოლარით (16.1 პროცენტი). 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 86.5 პროცენტს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება