15.აგვისტო .2019 12:00

სექტორები, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

views 276
უკან

"საქსტატის" დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 პროცენტით ნაკლებია და 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს.

"საქსტატის" ინფორმაციით, ინვესტიციების კლებაა ენერგეტიკაში, უძრავ ქონებაში, საფინანსო სექტორსა და სხვა სექტორებში:
• ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $163,0 მლნ (2017 წელი -$524,9მლნ)
• საფინანსო სექტორი - $270,7 მლნ (2017 წელი-$307,8 მლნ)
• უძრავი ქონება - $131,4 მლნ (2017 წელი-$215,3 მლნ)
• ენერგეტიკა - $120,8 მლნ (2017 წელი-$280,6 მლნ)
• სასტუმროები და რესტორნები-$77,8მლნ (2017 წელი-$106,9 მლნ)
• დანარჩენი სექტორები-$126,3 მლნ (2017 წელი-$203,5 მლნ)

FDI-ს ზრდა კი შემდეგი მიმართულებით აღინიშნება, ეს სექტორებია:
• მშენებლობა-$173,0 მლნ (2017 წელი-$172,5 მლნ)
• დამამუშავებელი მრეწველობა-$140,0 მლნ (2017 წელი-$99,3 მლნ)
• სამთომოპოვებითი მრეწველობა-$62,2 მლნ (2017 წელი-$51,8 მლნ).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა