17.აგვისტო .2020 20:01

სექტორები, სადაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

views 560
უკან

საქსტატმა 2019 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში $ 1.3 მლრდ-ის ღირებულების ინვესტიცია შემოვიდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

გასულ წელს ყველაზე დიდი რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორსა (20.8 %) და ენერგეტიკაში (20.0 %). საფინანსო სექტორის მონაცემები მოიცავს საბანკო, მიკროსაფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციებში განხორციელებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებსაც. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით საფინანსო სექტორში $1.9 მლნ-ით ნაკლები, ხოლო ენერგეტიკაში $ 139.2 მლნ-ით მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ეკონომიკის სექტორების მიხედვით ინვესტიციების ყველაზე დიდი რაოდენობით კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში ( $138.5 მლნ-ით) და $35.3 მლნ შეადგინა. მნიშვნელოვანად შემცირდა ინვესტიციების რაოდენობა უძრავი ქონების სექტორშიც ($122.1 მლნ-ით), რომელშიც $ 8.7 მლნ ღირებულების ინვესტიცია შემოვიდა.

სტატისტიკის სამსახურისთვის ცნობილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2020 წლის პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში $1.7 მლრდ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, ისევე როგორც გასულ წელს, ყველაზე დიდი რაოდენობით ინვესტიცია შემოვიდა საფინანსო ($95.1 მლნ) და უძრავი ქონების ($ 33.9 მლნ) სექტორებში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა