მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სექტორის ზრდა გაგრძელდება“- რა გამოწვევებია ელ. კომერციაში?

60f833568c346
ელენე გოგბერაშვილი
21.07.21 23:00
974
"გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, გასულ წელს ადგილობრივი ელ. კომერციის ბაზრის ზომა 3.2-ჯერ, 138 მილიონ ლარამდე გაიზარდა. „გალტი“ დარგის ექსპერტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნის ზრდა შემდგომშიც გაგრძელდება და მომდევნო წლებში ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლის პროცესის დაჩქარებაა მოსალოდნელი. კერძოდ, მათი პროგნოზით, 2025 წლისთვის საქართველოში ადგილობრივი ელექტრონული კომერციის ბაზრის ზომა 50%-ით გაიზრდება და 1,1 მლრდ ლარს მიაღწევს. ამასთანავე, მოსალოდნელია საცალო გაყიდვებში ონლაინ გაყიდვების წილის 1,1%-დან 4,7%-მდე გაიზარდოს.

ონლაინ გაყიდვების პროგნოზირებულზე მეტი ზრდის შესაძლებლობას ხედავენ სექტორის წარმომადგენლები. Extra.ge-ს CEO ამბობს, რომ ბაზრის მოთამაშეებმა შეცდომებზე ისწავლეს და ზრდის ტენდენციის გაგრძელებაც სავსებით რეალისტურია.

„ზრდას ჩვენც ველით, რაც განპირობებული იქნება იმით, რომ მაღაზიებმა ბევრი რამ ისწავლეს. ბევრი რამ დავინახეთ, რომ სხვანაირად უნდა გაგვეკეთებინა. შეცდომებიც დავუშვით, ესეც უნდა ვაღიაროთ, ხანდახან დავაგვიანეთ მიტანა. ვისწავლეთ, გავიზარდეთ, ბევრი რამ შევცვალეთ და წლევანდელი წელი იქნება გარდამტეხი, რადგან ხალხი იგრძნობს, რომ ონლაინ ვაჭრობა აღარ არის უცხო ხილი. ეცოდინებათ, რომ იყიდი, ძალიან ჩქარა მოგიტანენ. 2022 წელსაც ვფიქრობთ ზრდა გაგრძელდება, განსაკუთრებით ტექნიკის, მოდის და საყოფაცხოვრებო ნივთებზე“, - აცხადებს ანზორ მანწკავა და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რასაც ონლაინ ვაჭრობის პროცესში აწყდებიან.

„ე.წ ონლაინ მარკეტ ფლეისს, ჩვენ არ გვაქვს ჩვენი მარაგი. ვაერთიანებთ 500-ზე მეტ მაღაზიას. ეს 500 მაღაზია უნდა იყოს მზად, რომ ონლაინ პროდუქციის რეალიზაციას მიაქციოს ისეთივე ყურადღება, როგორიც ფიზიკურს, რადგან არ არის დღეს მათი ონლაინ გაყიდვების წილი მაღალი. მომხმარებელი რომ შეუკვეთავს, მაღაზია უნდა იყოს მზად მივიდეთ და ნივთი წამოვიღოთ. ეს უნდა მოხდეს ძალიან ჩქარა. დაგვიანებების გამომწვევი მიზეზიც ეს იყო წინა პერიოდში, რომ არ იყვნენ მოქნილები მაღაზიების უმრავლესობა“, - აცხადებს მანწკავა.