მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა

61001c64271e4
ინგა მურუსიძე
27.07.21 22:00
1006
სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა.

სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეები საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.