10.იანვარი.2019 16:17
ეკონომიკა

სერგეენკო აფთიაქებს "ტამიფლუს" გაიაფებისკენ მოუწოდებს - რას პასუხობენ კომპანიები მინისტრს?

სერგეენკო აფთიაქებს "ტამიფლუს" გაიაფებისკენ მოუწოდებს - რას პასუხობენ კომპანიები მინისტრს?
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში პრეპარატ “ტამიფლუს” რეალიზაციას ახორციელებენ “სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და შეძლებისდაგვარად პრეპარატის გაიაფებისკენ მოუწოდებს.”

თავად ფარმაცევტული კომპანიების განცხადებით კი, ისინი “ტამიფლუს” რეალიზებას ყოველგვარი მოგების გარეშე ახდენენ. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ტამიფლუს” მწარმოებლებისგან 67.26 ლარად ყიდულობენ, ხოლო სარეალიზაციო ქსელში კი მისი ფასი 68 ლარს შეადგენს.

“გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ - მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას,”- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ღორის გრიპის ვირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში სათანადო რაოდენობის მედიკამენტებია მობილიზებული. მისივე თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სტატისტიკაც არ შეცვლილა და ე.წ ღორის გრიპით, ამ დროის მონაცემებით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

16.ივნისი.2019 21:00
63

“ფინანსთა სამინისტროში პრობიზნესური მართვის მოდელი დამხვდა” - ივანე მაჭავარიანი

ვრცლად
16.ივნისი.2019 20:10
101

მინისტრი: სიტყვები, როგორიცაა ინკლუზიურობა, მცირე ბიზნესი - სადღეგრძელოებად არ უნდა დარჩეს

ვრცლად
16.ივნისი.2019 19:00
170

რა რჩევებს აძლევს გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობას

ვრცლად
16.ივნისი.2019 18:30
175

საშა ტერნესი: კარგი იქნება, თუ საქართველო სამრეწველო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს

ვრცლად
16.ივნისი.2019 18:09
202

“რუსეთში ჩვენს მეზობელ ტერიტორიაზე იყიდება ხორბალი, რომელიც არ არის ბოლომდე ლეგალური”

ვრცლად
16.ივნისი.2019 17:10
209

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე მიწის მართვის სააგენტოს ქმნიან

ვრცლად