მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერგეენკო: C ჰეპატიტის პროგრამა ზეპარტიულია და არის საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო

5e202239ae168
დავით ჯალაღონია
16.01.20 12:41
976
"2019 წლის აპრილში, ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, ყველა პარტნიორის ჩართულობით, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება მიიღო", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში დავით სერგეენკომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას პასუხობს, რომლის მიხედვით, 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში, დონორებისგან გამოყოფილი 560 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტი ვერ აითვისა.

"პარტნიორების რეაქცია – იცოდნენ თუ არა მათ ამის შესახებ და თუკი იცოდნენ, რა რეაქცია მოჰყვა ნახევარი მილიარდი ლარის მედიკამენტის გაუვარგისებას. რა თქმა უნდა, მიამიტობაა მინიმუმ იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ რა თქმა უნდა, იცოდნენ ამის შესახებ, ჩვენ გვქონდა კომუნიკაციის დროს შეთავაზება, რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა ეს ნაწილი დონაციის სახით, რადგან იმ პერიოდში ათვისება ვერ ხდებოდა, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი მედიკამენტი უფასოდ, მთელს დედამიწაზე აქვს მხოლოდ საქართველოს", – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

რაც შეეხება ცე ჰეპატიტის პროგრამის მართვაში არსებულ შესაძლო ხარვეზებს, სერგეენკოს განმარტებით, ძირითადი ბარიერ არის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაა და დეცენტრალიზაციის პროექტი, რომელიც ორი წელიწადია დაიწყო, სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენ არის მიმართული.

"საკუთრივ პროექტის მართვა – შესაძლებელი იყო თუ არა რაღაცნაირად ამის თავიდან აცილება? – 2018 წელს, მოგეხსენებათ, პაციენტების მხრიდან მოთხოვნა უფრო დაბალი იყო, ვიდრე პროგრამის ჯერადობით გაზრდილი შესაძლებლობები. თუკი 2015 წელს მხოლოდ ხუთი ცენტრი აკმაყოფილებდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მაღალ ხარისხობრივ მოთხვონას, 2018 წელს ასეთი ცენტრი უკვე 30–მდე იყო, შესაბამისად, ჩვენ ბევრად მეტი პაციენტის მიღება შეგვეძლო. 2018 წელს იყო 23 000 ადამიანი, ვინც იცოდა, რომ მას ჰქონდა ეს დაავადება, თუმცა ამა თუ იმ მიზეზით, არ ერთვებოდა მკურნალობაში, დღეის მდგომარეობით, ასეთი არის 30 000 ადამიანი.

მე ყოველთვის ვცდილობ, დავიცვა ექიმის კოდექსი, რომლის ერთ–ერთი წესი ამბობს, რომ თუკი ექიმმა რაღაც აუხსნა პაციენტს, მაგრამ მან მაინც არ გააკეთა, არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულო პაციენტი, ე.ი შენ ვერ აუხსენი რაღაც და ამ შემთხვევაშიც იგივე ლოგიკაა აბსოლუტურად – მე ამ ადამიანებს არ ვადანაშაულებ, უბრალოდ ვთხოვ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

შემდეგი ნაწილი – რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა, რადგან გაჟღერდა ინფორმაცია პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისგან, რომ მოხდა ამ მედიკამენტების ფარული გადაყიდვა და ასე შემდეგ. 2018 წლის განმავლობაში, უამრავმა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელმა ორგანომ ძალიან სკურპულოზურად შეამოწმა ეს ყველაფერი - მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით და არა თუ ერთი ფლაკონის, ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო ყველაფერი დაბალანსებული.

და ბოლო – პოლიტიკური ნაწილი: მე მოვერიდები პოლიტიკურ შეფასებებს, რადგან ვთვლი, რომ ეს მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია, თუმცა ერთდაერთ რამეს ვიტყვი: ის ვინც გაიგებს და მათ, ვისაც ეს ერგება, არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფადად", – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, სერგეენკომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას გამოეხმაურა, რაც ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ე.წ შავ ბაზარზე შესაძლო გაყიდვას ეხება.

"ჩემთვის უცნობია, გრძელდება თუ არა ეს გამოძიება და რა შედეგებზე გავიდა, მაგრამ ის კითხვები, რაც ჩვენი მხრიდან აქტუალური იყო და ის ინვენტარიზაცია, რაც ჩატარდა ზესკურპულოზურად, არანაირ კითხვას არ ტოვებს.

როდესაც 2017 წელს, პირველიდან მეორე თაობაზე გადავედით, გვრჩებოდა 1500 პაციენტის სამკურნალო დოზა "სოვალდი", რომელზეც ჩვენ მივმართეთ ჩვენს პარტნიორებს და მათგან მივიღეთ თანხმობა, რომ ორი ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის გადაგვეცა – სომხეთისა და ბელორუსიისთვის", – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილში დაიწყო.