პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში დავით სერგეენკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას პასუხობს, რომლის მიხედვით, 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში, დონორებისგან გამოყოფილი 560 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტი ვერ აითვისა.
სერგეენკო ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ 2018 წელს მედიკამენტების აუთვისებლობის მიუხედავად არავინ დაზარალდა, საქართველოს პარტნიორი დონორი ორგანიზაციები კი პროგრამის მიმდინარეობის დეტალებზე ინფორმირებულნი იყვნენ.
„დაზარალდა თუ არა თუნდაც ერთი პაციენტი – არა, რადგან განსხვავებით 2015 და 2016 წლებისგან, როცა პაციენტების მხრიდან ამ პროგრამაში ჩართვაზე მოთხოვნა იყო უფრო მაღალი, ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები, 2018 წელს ჩვენ გვიწევდა უფრო პროაქტიულად პაციენტების ძებნა ამ პროგრამაში ჩასართავად;
მეორე – მკურნალობდნენ თუ არა იმ პერიოდში პაციენტები ვადაგასული წამლებით? – არავითარ შემთხვევაში, ამ პერიოდში ჩვენ უკვე შემოსული გვქონდა მედიკამენტის ახალი პარტია, რომელიც იყო ვადიანი“, – განაცხადა სერგეენკომ.
ამასთან, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აკრიტიკებს.
„შემდეგი არის ფინანსური ნაწილი – ყველა დამეთანხმება ალბათ, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტი, ერთგვარად ბრუტალურად ჟღერს და უამრავი კითხვა რჩება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარ მილიარდზე მეტი წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს უფასოდ იღებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს ვიკიპედიაში, ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს ეს უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისთვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული იმ 65 ათასი პაციენტის მკურნალობაში, ვინც ეს მკურნალობა გაიარა.
შემდეგი ნაწილი – პარტნიორების რეაქცია: იცოდნენ თუ არა მათ ამის შესახებ და თუკი იცოდნენ, რა რეაქცია მოჰყვა ნახევარი მილიარდი ლარის მედიკამენტის გაუვარგისებას. რა თქმა უნდა, მიამიტობაა მინიმუმ იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ რა თქმა უნდა, იცოდნენ ამის შესახებ, ჩვენ გვქონდა კომუნიკაციის დროს შეთავაზება, რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა ეს ნაწილი დონაციის სახით, რადგან იმ პერიოდში ათვისება ვერ ხდებოდა, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი მედიკამენტი უფასოდ, მთელს დედამიწაზე აქვს მხოლოდ საქართველოს“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილში დაიწყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის