მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერგეენკო: მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში სახელმწიფო 24 მლნ-ს ხარჯავს, ეს მაჩვენებელი უნდა გახუთმაგდეს

627c0c39f25c3
BM.GE
11.05.22 23:17
562
„მნიშვნელოვანი პროგრესია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ. დათვლილი და დამტკიცებულია, რომ როდესაც სახელმწიფო თავისი ჯანდაცვის ბიუჯეტის დაახლოებით 10%-ს ხარჯავს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში, ეს ითვლება სტაბილურ თამასად. ჩვენ ახლა ვხარჯავთ 24 მილიონს. ეს დაახლოებით 2%-ია და ეს მაჩვენებელი უნდა გახუთმაგდეს. ეს ის ციფრებია, რომელთან კამათს აზრი არ აქვს, ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, კრიტიკა საჭიროა, მაგრამ სწორება ამ ციფრებზე უნდა იყოს იმიტომ, რომ ამის გარეშე არც კლინიკურ მედიცინაში და არც ჯანდაცვაში სასწაულები ვერ მოახდება.

„ჯანდაცვა ნამდვილად არ არის პრივილეგია და ნამდვილად არ არის სახელმწიფოს მიერ გაღებული მოწყალება მისი მოქალაქეების მიმართ. არამედ, ჯანდაცვა არის თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.