11.იანვარი.2019 14:51
საზოგადოება

სერგეენკო: "ტამიფლუზე" ფინანსურ ბარიერს ვანულებთ

სერგეენკო: "ტამიფლუზე" ფინანსურ ბარიერს ვანულებთ
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მოქალაქეთათვის ანტივირუსულ მედიკამენტ "ტამიფლუზე" ფინანსური ბარიერი განულდება.

მთავრობამ აღნიშნული პრეპარატის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო; H1N1-ით ინფიცირებულ პაციენტებს ის ექიმის გადაწყვეტილებით უფასოდ მიეცემა.

სერგეენკოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სახელმწიფომ მიიღო იმიტომ, რომ მრავალი ადამიანისთვის მედიკამენტის საფასურის გადახდა პრობლემას წარმოადგენდა. 

"ამ პრეპარატის შეძენა საზოგადოების ჯგუფებისთვის პრობლემას წარმოადგენდა. საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ინტენსიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, ჩვენ გუშინ გვიან ღამით გვქონდა ბოლო განხილვა ამ ვირუსის შესახებ. პრემიერმინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესრულებასაც ჩვენ ვიწყებთ, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე, სოციალურად დაუცველზე, თუ არა სოციალურად დაუცველზე, ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ გაიცეს სახელმწიფო სუბსიდირებით. ანუ მოქალაქეებისათვის უფასოდ და ეს ფინანსური ბარიერი, რომელიც მრავალი მოქალაქისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო საერთოდ განულდეს,"- ამბობს სერგეენკო.

მედიკამენტის სუბსიდირების საფასურს ჯანდაცვის სამინისტრო გადაიხდის. 

19.ივნისი.2019 13:36
105

"საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 13:21
48

23 ივნისს დედაქალაქში გარბენი „თბილისი“ გაიმართება

ვრცლად
18.ივნისი.2019 19:25
619

შესაძლოა, 14 მაისი „სამშობლოს დღედ“ გამოცხადდეს, 8 მარტი კი, უქმე აღარ იყოს

ვრცლად
18.ივნისი.2019 18:10
650

სერგეენკოს 7 წელი

ვრცლად
18.ივნისი.2019 16:22
488

ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

ვრცლად
18.ივნისი.2019 11:07
535

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია „Air Malta" იწყებს

ვრცლად