მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სერგეენკო რა შუაშია, ინფექციური როდის გაიყიდა არ იცით?!" - პაატა იმნაძე

5f2032b254744
ინგა მურუსიძე
28.07.20 18:24
3466
„დავით სერგეენკო რა შუაშია, ინფექციური საავადმყოფო როდის გაიყიდა არ იცით?! ხომ იცით, როდის გაიყიდა?!“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ყოფილი მინისტრის და ამჟამად "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მიმართ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის კრიტიკას.

საქმე იმაშია, რომ ცერცვაძის შეფასებით, ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც ინფექციურ საავადმყოფოს აქვს, სწორედ დავით სერგეენკოს ბრალია.

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს, რომ სერგეენკოს დანაშაულია ინფექციური საავადმყოფოს არსებული მდგომარეობა, პაატა იმნაძემ თქვა, რომ ამაზე ყოფილ მინისტრს პასუხი უკვე გაცემული აქვს.

არქივი: "მართლაც მძიმე ტვირთად მაწევს" - სერგეენკო ინფექციური საავადმყოფოს მდგომარეობაზე