მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დასავლეთ საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრისა და საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები საცხოვრებელ სახლებს, ტყისპირა ზოლების მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებს ათვალიერებენ. მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრება მომავალი წლის სამოქმედო გეგმა და ბრძოლის ღონისძიებები. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აზიური ფაროსანა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში, მცირე რაოდენობით ფიქსირდება, ძირითადად ტყისპირა ზოლების მიმდებარედ, მიტოვებულ შენობებსა და სახლებში.
მონიტორინგის პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მოსახლეობასთან, სადაც სპეციალისტები ადგილობრივებს ინფორმაციას აწვდიან სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. ამ ეტაპზე, სანამ მავნებელი პასიურია და ისეთ ადგილებში ბუდობს, როგორიცაა – საცხოვრებელი სახლების სხვენები და მიტოვებული შენობების კედლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასთან მექანიკური მეთოდების გამოყენებით ბრძოლა.
“ადგილობრივები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ასევე აღნიშნავენ, რომ საინფორმაციო შეხვედრების წყალობით, მავნებელთან დაკავშირებით, ბევრად ინფორმირებულები არიან.
2019 წელს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აჭარაში, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 258 000 ჰა ფართობი; ცივი შესხურების მეთოდით - 136 851.40 ჰა ფართობი. სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულია 4 346 ფერომონი, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 91 999 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური”,- ნათქვამია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი