მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-ი: ამ დროისთვის 24 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს

5eaaa731d32ec
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.20 14:29
1255
აგრარული ბაზრების გახსნის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს.

სეს-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს მონიტორინგს, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები.

„ამ დროისთვის (30 აპრილის მონაცემებით) 24 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - 3 აგრარული ბაზარი (1-ზუგდიდში, 2- ფოთში), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ახალქალაქში, აჭარაში- 3 აგრარული ბაზარი ბათუმში (მათ შორის ერთი - თევზის ბაზარი), ქვემო ქართლის რეგიონში - 1 აგრარული ბაზარი მარნეულში, თბილისში -3 აგრარული ბაზარი, იმერეთის რეგიონში - 7 აგრარული ბაზარი (ქუთაისში -2, ზესტაფონში, ხონში, სამტრედიაში საჩხერეში, ჭიათურაში), კახეთის რეგიონში- 4 აგრარული ბაზარი (თელავში, წნორში, ლაგოდეხში -2), შიდა ქართლის რეგიონში - 1 აგრარული ბაზარი გორში, გურიის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

გარდა ზემოაღნიშნული ობიექტებისა, ფუნქციონირების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ სხვა აგრარული ბაზრებიც, რაზედაც მიმდინარეობს მონიტორინგი. სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ბაზრების ადმინისტრაციასთან და გასცემს რეკომენდაციებს“, - ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.