"ირანული რძე არ შეიცავს მცენარეულ ცხიმს და მასში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია”, - ამის შესახებ “საქმის კურსში” სეს-ის სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ განაცხადა.
მიქელაძემ გადაცემაში უპასუხა იმ კითხვებს, რომელიც ბოლო პერიოდში ირანიდან იმპორტირებულ რძეს უკავშირდებოდა. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე კვირის წინ ორგანიზაცია “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არავინ იცის ირანიდან იმპორტირებული რძის რეალური შემცველობა ან რამდენად სანდოა მისი წარმოშობის სერტიფიკატი.
“ჩვენთან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე მივიღეთ საჭირო ზომები და შევამოწმეთ ყველა დისტრიბუტორი და ყველა ის წარმოება, რომელიც ამ რძეს იღებს. ავიღეთ რძის ნიმუშები, გამოვიკვლიეთ ის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე და განვსაზღვრეთ რძის ცხიმის სისუფთავე. შედეგებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ირანული რძე არ შეიცავს მცენარეულ ცხიმს და მასში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები არის ნორმის ფარგლებში”,- ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსში” სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ ისაუბრა და დასძინა, რომ შესაბამისი კვლევები ჯერ დასრულებული არაა.
„ვეტერინარული ნარჩენების შემცველობის საკვლევად რძე ლაბორატორიაშია ჩაბარებული და პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამ ეტაპის მონაცემებით, რძეში დაბინძურება არ აღმოგვიჩენია. მისგან შესაძლებელია ნებისმიერი რძის პროდუქტის წარმოება გარდა იმ რამდენიმე სახეობისა, რომლებიც საქპატენტშია ნახსენები და კრძალავს არაქართული წარმოების რძის გამოყენებას”, - აღნიშნა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის