მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-ი: "ჩირინამ" ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინა

5df0c933bfa04
ვიქტორია მღებრიშვილი
11.12.19 15:04
1145

შპს „ჩირინამ“ ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინა, - ამის შესახებ BM.GE-ის სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

საქმე იმაშია, რომ დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით "ბიუ ბიუს" პროდუქციის რეალიზაცია აღდგა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რატომ არ მუშაობდა „ბიუ ბიუს“ ჯიხურები აქამდე და განმარტავენ, რომ მას შემდეგ რაც სეს-მა შპს „ჩირინას“ პროდუქციაში სალმონელას აღმოჩენის შესახებ განაცხადება გააკეთა, კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ადგილობრივმა მწარმოებელმა სააგენტოსგან მიღებული რეკომენდაციები გაითვალისწინა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს ბიზნეს სექტორთან, მათ შორის "ჩირინასთან“. ჩვენ ვიმუშავეთ, მივეცით გარკვეული რეკომენდაციები და მოხდა ამ რეკომენდაციების გათვალისწინება. ყველა სურსათი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს, მოხვდება სარეალიზაციო ბაზარზე. იყო პრობლემა, გამოვაცხადეთ. სადაც აღარ არის პრობლემა, იქ ადგილობრივი ქართული წარმოება, ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას. ჩვენი პრიორიტეტია ადგილობრივ ქართულ წარმოებაში მაღალი სტანდარტების დანერგვა და მათ მიერ ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც უვნებლობის თანამედროვე სტანდარტებ საკმაყოფილებს", - ამბობენ სეს-ში. 

შეგახსენებთ: რამდენიმე კვირის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს. მაშინ “ბიუ ბიუმ” სეს-სს უპასუხა, რომ წარმოებულ პროდუქციასა და მის ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას იღებდა.