მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-ი: ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები 1 მაისიდან ამოქმედდება

5eaa8df452ce8
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.20 13:40
777
ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები 1 მაისიდან ამოქმედდება.

ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფერმერებს საშუალება აქვთ, შეუფერხებლად ისარგებლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების მომსახურებით. სააგენტოს ვეტერინარები ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ პირუტყვის დამუშავებას ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციას და შემცირებას უწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში.

სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეცხვარეთა ასოციაციასთან.

ქვეყნის მასშტაბით, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში უახლესი სტანდარტების 6 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.