მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-ის ინფორმაციით, თბილისში 3 ადგილას ხილ-ბოსტნეულის საბითუმო ბაზრობა გაიხსნება

5e8c90a622fba
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.20 20:00
2595
"ჩვენ დავაორგანიზეთ და თბილისში ხვალ-ზეგ, სამ წერტილში გაიხსნება კეთილმოწყობილი საბითუმო ბაზრობა",  - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ მიერ ორგანიზებულ სისტემაში პროდუქტებზე ფასები არ იქნება გაზრდილი.

"ჩვენ დავაორგანიზეთ და თბილისში ხვალ-ზეგ სამ წერტილში გაიხსნება კეთილმოწყობილი საბითუმე ბაზრობა ისინი თავის თავზე აიღებენ ახალი ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობას და გადანაწილდება ეს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ რეგიონში და ჩვემ ამის გამო არ ველოდებით ფასების ზრდას. ასევე, კერძო მარკეტებს, რომლებსაც ხილ-ბოსტნეულის განყოფილება აქვთ, მათ საშუალება ექნებათ, შეიძინონ როგორც ამ ახალ წერტილებში, ასევე, სხვა რეგიონებში ხილ-ბოსტნეული, ჩვენ ამას დავაორგანიზებთ გუბერნატორთან არსებულ შტაბებთან ერთად, რომ იქ თავი მოიყაროს შესაბამისი წესების დაცვით ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელმა და მოხდეს რაიონებიდან პროდუქტის ჩამოტანა თბილისში“, - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

შეგახსენებთ: დღეს თბილისში აგრარული ბაზრობები დროებით დაიხურა. 

რა შემთხვევაში გაიხსნება დაკეტილი აგრარული ბაზრები - მინისტრის განმარტება