მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-მა 1166 კგ საკვებად უვარგისი თევზი დალუქა, საწარმოს კი საქმიანობა შეუჩერა

6392d9d8c9e48
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.22 10:49
950
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 166 კგ საკვებად უვარგისი თევზი დალუქა, - ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, რუსთავის გზატკეცილზე გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“, რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობდა.

„შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ, განადგურების მიზნით, 1166 კილოგრამი თევზი (სკუმბრია შებოლილი 320 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები შებოლილი 19 კგ, სკუმბრია დამარილებული 720 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები 107 კგ) დაილუქა.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები. ობიექტი დაჯარიმდა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა“, - ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.