მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-მა აჭარაში ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა

6051bafb56e00
თელარა გელანტია
17.03.21 12:14
398
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა სამმართველომ ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის 500 კილოგრამზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინა.

როგორც bm.ge-ს სეს-დან აცნობეს, ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება.

„კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი დაიკლას სასაკლაოზე და რეალიზაციისას ხორცს უნდა ახლდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.