მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-მა განსაზღვრა ის ბიზნესოპერატორები, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ

5e751af332133
BM.GE
20.03.20 23:30
1095
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაზღვრა იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც განაგრძობენ ფუნქციონირებას:

- სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები(მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);
- სურსათის სამაცივრე მეურნეობები;
- სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე);
- საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით;
- ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;
სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები);
- ვეტერინარული კლინიკები;
- ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;
ცხოველთა ფერმები;
- ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები; ზოომაღაზიები;
- პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;
- სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.

აღნიშული ბრძანების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ბიზნესოპერატორების ინფორმირებას და რეკომენდაციების გაცემას.

ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები:
- სურსათის გაცივების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს - ტემპერატურული რეჟიმები;
- პერსონალმა გამოიყენოს ერთჯერადი პირბადე,თავსაბურავი და ხელთათმანი;