მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-მა "კულას" ბაზრიდან ამოღებული ტყემლის გაყიდვის უფლება მისცა-კომპანიის განცხადება

5e4fe17cb6e5c
BM.GE
21.02.20 18:10
2322

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „კულას“ ბაზრიდან ამოღებული წითელი ტყემლის რეალიზაციის უფლება მისცა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათ მიერ წარმოებულ პროდუქტში არასაკვები საღებავი არ აღმოჩნდა და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გასულ წელს გავრცელებული ინფორმაცია მათ წარმოებულ პროდუქტზე არ დადასტურდა.

როგორც „კულას“ ხელმძღვანელი, ვანო გოგლიძე bm.ge-თან საუბარში აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მათ საწარმოში სურსათის ეროვნული სამსახური შევიდა. შედეგად კომპანიას დაახლოებით 35 ათასი ლარის ღირებულების პროდუქციის ამოღება მოუწია სარეალიზაციო ქსელიდან, რადგან როგორც გოგლიძე განმარტავს, გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მომხმარებელმა მათი პროდუქტის მიმართ ნდობა დაკარგა. მას შემდეგ კი, რაც ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ მათ მიერ წარმოებული ტყემალი უსაფრთხოა, სეს-სგან მიიღეს ნებართვა, ბაზრიდან ამოღებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ.








„ჩვენ მივიღეთ დასკვნა გერმანიის „Eurofins”-ის ლაბორატორიიდან, სადაც მითითებულია, რომ არ აღმოჩნდა პროდუქტში არანაირი საღებავი. ასევე დამატებით გავაკეთებინეთ აღნიშნულ ლაბორატორიას კვლევა, სადაც დავასურათებინეთ ის პროდუქტი თუ რას უკეთებდნენ კვლევას.

აღნიშნული დასკვნებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის საფუძველზე, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სეს-სს გაეცა მითითება თუ რა გავუკეთოთ ამოღებულ და მათ მიერ დალუქულ ტყემალს, ვინაიდან პროდუქტში არ აღმოჩნდა არანაირი საღებავი. სურსათის ეროვნულმა სამსახურმა მოგვცა წერილი, სადაც დაგვრთო ნება აღნიშნული პროდუქციის რეალიზებაზე“-აცხადებენ „კულაში“.