მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-მა სურსათში შეუსაბამობის 936-დან მხოლოდ 288 ფაქტის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია - აუდიტი

61e28cf0a3f2f
BM.GE
15.01.22 15:45
1439

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019-2020 წლებში აღმოჩენილი დარღვევები და მათი გასაჯაროების შემთხვევები, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა დარღვევების გასაჯაროების ფაქტები, როგორც ვებგვერდის, ასევე სოციალური ქსელის საშუალებით.

აუდიტი წერს, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019-2020 წლებში ნიმუშების აღების შედეგად 991 დარღვევა გამოავლინა, საიდანაც 936 შემთხვევაში დადასტურდა სურსათის უვნებლობის მაჩვენებლის შეუსაბამობის ფაქტი, ხოლო 55 შემთხვევაში ხარისხობრივი მაჩვენებლების შეუსაბამობა.

"დარღევევებიდან სავალდებულო გასაჯაროებას ექვემდებარებოდა მხოლოდ სურსათის უვნებლობის მაჩვენებლების შეუსაბამობის
936 ფაქტი, საიდანაც სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გასაჯაროების 28 შემთხვევის ფარგლებში, ჯამურად გამოქვეყნებულია 288 დარღვევის შესახებ ინფორმაცია (31%).მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს არ გააჩნია სურსათის ხარისხობრივი მაჩვენებლების დარღვევის გასაჯაროების ვალდებულება, გასაჯაროების 3 შემთხვევის ფარგლებში, ჯამურად,
გამოქვეყნებულია ინფორმაცია 48 დარღვევის შესახებ (87%)"-ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა მტკიცებულებები ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ სხვა დარღვევებთან დაკავშირებით.

"ზოგიერთი დარღვევის შემთხვევაში, განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთის ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღებასთან დაკავშირებული მითითებების ბიზნესოპერატორისთვის გაცემა და ამ მითითებების შესრულებაზე ზედამხედველობა, თუმცა პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგანნთავის შეკავება დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის აღმოჩენის მომენტში საქონელი მომხმარებლისთვის ჯერ კიდევ არ იყო მიწოდებული.

ამასთანავე, სააგენტო რიგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს აღმოჩენილი მავნე პროდუქტების შესახებ მოსახლეობის დროულ ინფორმირებას. მაგალითად, კონკრეტულ დაღვევებთან დაკავშირებით პროდუქციის ლაბორატორიული კვლევების ოქმები 2019 წლის 30 ოქტომბრითნთარიღდება, მაშინ როდესაც მედიასაშუალებების მიერ ინფორმაცია გავრცელდა 7 დღის შემდეგ − 2019 წლის 6 ნოემბერს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოქვეყნებული ინფორმაცია არ არის სრული და საკმარისი. მაგალითად, განცხადებებში არ არის მითითებული გამოვლენილი სურსათის გავრცელების არეალი და პარტიების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაც მომხმარებელს მისცემდა საშუალებას გაერკვია, თუ სად და რომელი პარტიები აღმოჩნდა მავნე".

შესაბამისად, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სააგენტოს მიერ სურსათში აღმოჩენილი ყველა დარღვევის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება არ ხორციელდება, ხოლო რიგ შემთხვევებში, გასაჯაროებულია დაგვიანებით. ამასთანავე, გამოქვეყნებული ინფორმაცია არ მოიცავს დეტალებს მავნე პროდუქტის მიკვლევადობისთვის.