მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს: „რუსეთში მცენარეული პროდუქტის იმპორტზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს“

60dae6acd7357
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.21 13:17
842
სურსათის ეროვნული სააგენტო გუშინ მოცვისა და ატმის რუსეთში ექსპორტის შეფერხებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სეს-ი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქტის იმპორტზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს.

უწყების ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, საქართველოდან ატმის, ვაშლატამასა და ლურჯი მოცვის ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდება, თუმცა რუსეთის ფედერაციაში პესტიციდების გამოყენების რეგლამენტის დაცვისა და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა.

„ახალი რეგულაცია მოქმედებს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში.

იმპორტირებული პროდუქციის კონტროლის მიზნით, „როსსელხოზნადზორი“ უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელი ქვეყნიდან პესტიციდების გამოყენების რეგლამენტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და კვლევები გამოითხოვოს“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: რუსეთში მოცვის, ატმისა და ვაშალატმას რეალიზაციასთან დაკავშირებით გუშინ - 28 ივნისს BM.GE-სთან მოცვის  და ექსპორტიორმა კომპანიებმა ისაუბრეს. კომპანიები აღნიშნული პრობლემის გარკვევას დღეისთვის ელოდნენ.