მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხების გადავადების 2 მხარე - ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასება

5e9999d7a3850
ვიქტორია მღებრიშვილი
17.04.20 16:00
3132
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ბანკების მიერ სესხების რესტრუქტურიზაციის პროგრამის მნიშვნელობას აფასებს და აღნიშნავს, რომ "ყველაფერს ორი მხარე აქვს". "ეს ნაბიჯი ბიზნესების ხელშეწყობისთვის აუცილებლად უნდა გადადგმულიყო", - ამბობს ის. 

ამასთან, ბანკირი სესხების გადავადების პროცესის მეორე მხარეზე საუბრისას ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას გაპარული ხარვეზების გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის. 

„სესხების გადავადება ჩვენ ჩავთვალეთ რომ იყო აუცილებელი, იმიტომ რომ იმ მდგომარეობაში, სადაც დღეს საქართველოა, აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა შეღავათები როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე - მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებსაც ამ გამოწვევასთან მეტ-ნაკლებად შეხება ჰქონდათ. შემიძლია გითხრათ, რომ შეთავაზების მიღებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო ამ სეგმენტის დაახლოებით, 50-60%-მდე.  

ერთია გადაწყვეტილება და მეორეა ის, რომ ეს ყველაფერი მოითხოვდა კოლოსალურ მუშაობას. ფაქტობრივად, ბოლო 3 კვირის განმავლობაში ათობით ადამიანი 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, რადგან მიდიოდა ტექნიკური ცვლილებების გაკეთება, უმრავლესობასთან დარეკვა ან სმს-ების გაგზავნა და იყო შეცდომებიც... დაახლოებით, სტატუსის ასეულობით შეთავაზებაზე ტექნიკური შეცდომა მოგვივიდა, რაც 24-საათიანი მუშაობის შემდეგ გამოვასწორეთ. რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია ასეულობით ათას შეთავაზებაზე, რომლის დამუშავება ძალიან სწრაფად ხდება, შეცდომებიც მოგვივიდა და მე პირადად, მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ მომხმარებლებს, ვისთანაც მსგავს შეცდომებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ მოკლე პერიოდში შევეცადეთ, ყველა შეცდომა გამოგვესწორებინა. სესხების გადავადების 3 თვე ჩვენ საშუალებას მოგვცემს მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან ერთად დავსხდეთ და მათთან ერთად მოვიფიქროთ თუ რა არის აუცილებელი მათი ბიზნესების უფრო გრძელვადიანად სწორად დალაგებისთვის“, - განმატა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.