მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 47%-მდე გაიზარდა - ეროვნული ბანკი

60fecc6bc90a1
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.21 18:54
859
სებ-მა 2021 წლის ივნისის საბანკო სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ივნისის განმავლობაში სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 47.18%-მდე გაიზარდა. დოკუმენტის თანახმად, წინა თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი 1.55%-ით გაიზარდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი ზრდა 0.39%-ია. 

ივნისის მდგომარეობითб საბანკო სისტემის მიერ გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 39.2 მილიარდი ლარია. სებ-ის ინფორმაციით, გასული თვის განმავლობაში საბანკო დაკრედიტება 318.8 მილიონი ლარით გაიზარდა. 

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.89 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.83%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.92 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.10%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.52%-ით მეტი). 2021 წლის ივნისის განმავლობაში 0.13%-ით, ანუ 25.28 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 19.59 მლრდ ლარი შეადგინა," - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში. 

ივნისში ქართულ კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტები 887 მილიონი ლარით შემცირდა. 1 ივლისის მდგომარეობით, დეპოზიტების მოცულობამ 34.53 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 887.45 მლნ ლარით (2.51%) ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ამ კლებამ 0.10% შეადგინა, შესაბამისად, კლების მთავარი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარება იყო, რამაც სავალუტო დეპოზიტების მოცულობა (ლარებში გამოსახული) შეამცირა. 

"2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.11 მლრდ ლარით, ანუ 1.94 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.89 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი ივლისისათვის 55.98 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.84 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.21 პროცენტია," - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.