სებ-მა 2021 წლის ივნისის საბანკო სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ივნისის განმავლობაში სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 47.18%-მდე გაიზარდა. დოკუმენტის თანახმად, წინა თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი 1.55%-ით გაიზარდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი ზრდა 0.39%-ია.
ივნისის მდგომარეობითб საბანკო სისტემის მიერ გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 39.2 მილიარდი ლარია. სებ-ის ინფორმაციით, გასული თვის განმავლობაში საბანკო დაკრედიტება 318.8 მილიონი ლარით გაიზარდა.
"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.89 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.83%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.92 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.10%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.52%-ით მეტი). 2021 წლის ივნისის განმავლობაში 0.13%-ით, ანუ 25.28 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 19.59 მლრდ ლარი შეადგინა," - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
ივნისში ქართულ კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტები 887 მილიონი ლარით შემცირდა. 1 ივლისის მდგომარეობით, დეპოზიტების მოცულობამ 34.53 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 887.45 მლნ ლარით (2.51%) ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ამ კლებამ 0.10% შეადგინა, შესაბამისად, კლების მთავარი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარება იყო, რამაც სავალუტო დეპოზიტების მოცულობა (ლარებში გამოსახული) შეამცირა.
"2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.11 მლრდ ლარით, ანუ 1.94 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.89 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი ივლისისათვის 55.98 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.84 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.21 პროცენტია," - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი