სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ბიზნესებისთვის სესხების პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამებში მისო-ების ჩაურთველობა მათ პორტფელს რისკებს არ უქმნის. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ მპკ-ის სხდომის შემდეგ გამართულ ონლაინ პრეს-კონფერენციაზე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვა: მთავრობის ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში სასტუმროებს, რესტორენებს, ივენთ კომპანიებს და ა.შ. ეძლევათ საშუალება, სესხის პროცენტი ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ საბანკო სესხების შემთხვევაში და ეს არ ეხება მისო-ებს. თქვენ როგორც მარეგულირებელს რამე რეკომენდაცია ხომ არ გაქვთ მთავრობასთან? მხარდაჭერის პაკეტის გარეშე მისო-ების პორტფელის გაფუჭების რისკი რამდენად დიდია?
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ მხრივ დიდ რისკებს ვერ ხედავს. მისი აზრით, სუბსიდირების პროგრამაში ბანკების ჩართვა უფრო მნიშვნელოვანია.
„იქიდან გამომდინარე, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დოლარში გაცემული სესხების წილი ძალიან დაბალია და თითქმის ლარის სესხებია გაცემული; ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ მისო-ების რეგულირება 2018 წლიდან დავიწყეთ, აქ რისკები არ არის დაგროვებული და ამ ეტაპზე სექტორი ძალიან კარგად უმკლავდება ამ გამოწვევბს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ უფრო მნიშნელოვანია საბანკო სესხების სუბსიდირება.
ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ფინანსური სტაბილურობა არ არის მხოლოდ ეროვნული ბაკის ფუნქცია ეს არის მთლიანად ხელისუფლების ამოცანა.
მისო-ების პორტფელის გაფუჭების რისკი ამ მიმართულებით დიდი არაა", - განაცხადა გვენეტაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?