07.აპრილი .2021 12:51

სესხი შენთვის - "თიბისის" ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის

სესხი შენთვის - "თიბისის" ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის
views 251
უკან

სესხი შენთვის - "თიბისის" ახალი პროდუქტია, რომელიც თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალურად მათზე მორგებული სესხი გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით მიიღონ.

თიბისიში განმარტავენ, რომ პროცესის კიდევ უფრო გამარტივებისთვის, თიბისიმ თვითდასაქმებულ პირებს შემოსავლის დადასტურების კიდევ ერთი არხი - ვიდეოვიზიტი შესთავა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სესხის განაცხადის დაფიქსირება და მისი მიღება ონლაინრეჟიმში, რამდენიმე წუთში შეუძლია. განაცხადის დაფიქსირება ვებგვერდ - www.tbccredit.ge -ზე ან თიბისის ცხელი ხაზის საშუალებითაა შესაძლებელი. მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ ვიდეოზარის სერვისით სარგებლობა, თიბისის წარმომადგენლები სამუშაო გარემოში ესტუმრებიან და მათ შემოსავალს ადგილზე შეისწავლიან.



„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. მნიშვნელოვანია, აქ და ახლა შევქმნათ ისეთი მოქნილი საბანკო პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და მათ დროს დაუზოგავს. სესხი თვითდასაქმებულებისთვის ზუსტად ასეთი პროდუქტია“, - აცხადებს "თიბისის" საცალო ბიზნესის ლიგის ლიდერი გიორგი სალია.

გამარტივებული პირობების სესხის ლიმიტი 15 000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ თვითდასაქმებული პირის ფინანსური საჭიროება არსებულ ლიმიტს სცდება, მას შესაძლებლობა აქვს, თიბისის ფილიალს ესტუმროს, სადაც საკრედიტო ექსპერტი მის ფინანსურ მდგომარეობას და შემოსავლებს დეტალურად გააანალიზებს და ლიმიტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.

პროდუქტით სარგებლობისთვის, ასევე დეტალური ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებგვერდს - www.tbccredit.ge  ან დაუკავშირდეს სატელეფონო ცენტრს - *2727.
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა