მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხი თვითდასაქმებულებისთვის - "საქართველოს ბანკის" ახალი პროდუქტი გაუმჯობესებული პირობებით

602b940f0f5b1
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.21 10:15
1774
"სესხი თვითდასაქმებულებისთვის" - ასე ჰქვია "საქართველოს ბანკის" ახალ პროდუქტს, რომელიც თვითდასაქმებულ ადამიანებს სხვადასხვა მიზნით, იქნება ეს ბინის, ავტომობილისა თუ ნებისმიერი სასურველი ნივთის ყიდვისას, სესხის გამარტივებული პირობებით აღების შესაძლებლობას აძლევს.

პროდუქტით მოსარგებლე პროფესიების რიცხვი საკმაოდ მრავალფეროვანია და ყველა იმ მოქალაქეს მოიცავს, ვინც სხვადასხვა საქმიანობით თვითდასაქმებულია. გამარტივებული პირობებით სესხის აღება 40-მდე დასახელების პროფესიული საქმიანობით დაკავებულ ადამიანს შეუძლია, რისთავისაც დასაქმებულს ბანკისთვის პირადობის მოწმობის და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სჭირდება. რა შესაძლებლობები გააჩინა საბანკო პროდუქტის ამოქმედებამ თავად თვითდასაქმებულებისთვის და როგორ აფასებენ მას სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები - ამ კითხვებზე პასუხების მოსმენა თავად იმ ადამიანებისგან უფრო საინტერესო იქნება, ვინც დღეს ან მომავალში "საქართველოს ბანკის" პროდუქტით სარგებლობას აპირებს.

ნატალი ჯღამაძე პანდემიამდე ტურიზმის სექტორში იყო დასაქმებული, თუმცა დარგის გაჩერებამ მას ახალი საქმიანობის დაწყება გადააწყვეტინა და ტურიზმიდან საგანმანათლებლო სფეროში გადაიყვანა. ასე შეიქმნა ონლაინა პლატფორმა Learn with Nataly, სადაც მსურველებს ნატალისთან ერთად ინგლისურის და იტალიური ენების შესწავალა შეეძლოთ. მომხმარებელთა მხრიდან ინტერესი იმდენად დიდი იყო, თვითდასაქმებული ნატალი ჯღამაძე დღეს სკოლის offline გადატანას და გაფართოებას გეგმავს.

„დღეს უკვე მაქვს მიზანი, რომ Learn with Nataly გაფართოვდეს და გავხსნა მულტიკულტურული სივრცე, სადაც მსურველებს მხოლოდ უცხო ენის შესწავლის საშუალება კი არ ექნებათ, არამედ ეს იქნება კულტურული სივრცე სხვადასხვა შემეცნებითი ელემენტებით და, რა თქმა უნდა. ამისთვის კი, აუცილებლად დამჭირდება ფინანსური რესურსი, რისთვისაც თვითდასაქმებულებისთვის სესხი ძალიან დამეხმარება.

სესხის აღება თვითდასაქმებულებისთვის ყოველთვის ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით ეს შეეხება დიდი მოცულობის სესხებზე ხელმისაწვდომობას. ბანკი ისეთი ცნობების წარდგენას ითხოვდა, რაც თვითდასაქმებულებისთვის რთულად შესასრულებელია. დღეს უკვე "საქართველოს ბანკის" პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის სესხს უფრო ხელმისაწვდომს ხდის და შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ, ვისაც საკუთარი საქმიანობით გვაქვს შემოსავალი და ზოგჯერ საკმაოდ სოლიდურიც, მივიღოთ სესხი და ახალი იდეების რეალიზება შევძლოთ. ვფიქრობ, „საქართველოს ბანკის“ მიერ თვითდასაქმებულებისთვის შეთავაზებული ეს პროდუქტი, მათ რწმენასაც შემატებს, რადგან ბევრ ჩვენგანს ვერ წარმოუდგენია, რომ საკუთარი საქმიანობის განვითარება ბანკიდან სესხის აღებით შეუძლია“, - ამბობს Learn with Nataly-ს დამფუძნებელი ნატალი ჯღამაძე.

ნოდარ მანჩხაშვილი ძაღლების ფსიქოლოგია და, დაახლოებით, 8 წელია რაც ძაღლების ქცევით უნარ-ჩვევებს უყალიბებს. ძია ნოდარი, როგორ მას თავისი პაციენტების პატრონები ეძახიან, ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ჯერ - ლეკვების სკოლის, შემდგომში კი, ძაღლების სახლის გახნსას გეგმავს.



„სესხი თვითდასაქმებულებისთვის ჯერ არ გამომიყენებია, მაგრამ როგორც ვხვდები ძალიან სასარგებლო რამ არის. ჩემი ტიპის თვითდასაქმებულებისთვის წინსვლა ყოველთვის ძნელია, რადგან ფინანსები გვჭირდება და იმის გამო, რომ ოფიციალური სამსახურები არ გვაქვს, საიდანაც ცნობებს წარმოვადგენთ, სესხს ვერ ვიღებთ. მე თვითონ მაქვს იდეა, მინდა მოვაწყო ლეკვების სკოლა. დღეისთვის ძირითადად დიდ ძაღლებთან ვმუშაობ და მე თავად დავდივარ მათთან. ლეკვების სკოლის შემდეგ კი ძაღლის სახლის გახსნამინდა, სადაც სარეაბილიტაციო და ფსიქოლოგიური ცენტრი მოეწყობა. ყველაფერს ფული სჭირდება და ჩემი მიზნების განხორციელებაში, ვფიქრობ საქართველოს ბანკის შეთავაზება დამეხმარება“, - აცხადებს ნოდარ მანჩხაშვილი.

საქართველოს ბანკის ახალ შეთავაზებაზე უფრო მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/loan-for-selfemloyed
(NS)