მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხის პროცენტის სუბსიდირების III ნაკადში სულ 615 სასტუმრო ჩაერთო - სია

5fce197dc0e31
ვიქტორია მღებრიშვილი
08.12.20 10:15
1038
"მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრეობის ინდუსტრიის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში", რომელიც სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ითვალისწინებს, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, სულ 615 სასტუმრო ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის პროგრამის განმახორციელებელმა სააგენტომ - „აწარმოე საქართველო“ მიაწოდა.

მათივე ცნობით, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია სულ 1 650 სასტუმრომ გაიარა.

პროგრამაში III ნაკადით ჩართულმა 615 ბენეფიციარმა სახელმწიფოსგან სესხის პორცენტის დაფინანსებისთვის 3.6 მლნ ლარის, 1.3 მლნ დოლარის და 1.5 მლნ ევრო მიიღო.

III ნაკადის სასტუმროების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: სახელმწიფო პროგრამის "მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის" ბენეფიციარები.

შეგახსენებთ: სასტუმროების სუბსიდირების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 70 მლნ ლარს შეადგენს.

„აწარმოე საქართველოს“ განახლებული ინფორმაციით, I ნაკადზე თანადაფინანსების პროგრამაში - 555 სასტუმრო, II ნაკადზე კი - 454 სასტუმრო ჩაერთო. ამდენად, ჯამში, პირველი ორ ნაკადზე 1 009 სასტუმრომ სახელმწიფოსგან სესხების სუბსიდირებისთვის 4.7 მლნ ლარის, 1.6 მლნ დოლარის და 1.9 მლნ ევრო მიიღო.

რამდენმა სასტუმრომ ისარგებლა სესხების სუბსიდირების პროგრამით I და II ნაკადზე - სია