მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხის სუბსიდირების პროგრამამ ფასების დრამატული ვარდნისგან გადაგვარჩინა – "თეთრი კვადრატი"

60c46eaf774f3
სალომე მეცხვარიშვილი
12.06.21 15:17
1232
იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა – ასე აფასებს კომპანია “თეთრი კვადრატის” მმართველი პარტნიორი ირაკლი ბურდილაძე პანდემიურ 2020 წელს სახელმწიფოს მიერ სამშენებლო სექტორის ხელშესაწყობად განხორციელებულ პროგრამას.

როგორც ის გადაცემა Forbes Talks–ში აღნიშნავს, პროგრამის ფარგლებში ბანკებმა 800 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გასცეს და დაახლოებით მილიარდი ლარის ბინები გაიყიდა ბაზარზე.

“სწორედ ამ პროგრამამ მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ლიკვიდურობა და თავიდან აგვერიდებინა ფასების დრამატული ვარდნა. სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ, ფასები შემცირდა დაახლოებით 10%–ით, მაგრამ ამაზე მეტი ვარდნა რომ მომხდარიყო, სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევდა, რადგან დეველოპერების მარჟა 10–15%–ია”,– აცხადებს დეველოპერული კომპანიის მმართველი პარტნიორი ირაკლი ბურდილაძე.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა სახელმწიფომ შარშან ივლისიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ახალი ბინის შეძენისას სახელმწიფო იპოთეკური სესხის პროცენტის 4%–მდე იხდიდა. პროგრამა 2020 წლის ბოლოს დასრულდა.