მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას დამატებით 800-მდე მცირე სასტუმრო შეძლებს

5facfdba92b2b
ინგა მურუსიძე
12.11.20 14:00
676
სესხის სუბსიდირების პროგრამაში კიდევ 800-მდე მცირე და საოჯახო სასტუმრო ჩაერთვება, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათი განმარტებით, სესხის მიზნობრიობის დეფინიციის დაზუსტების შედეგად, დაახლოებით 800 მცირე და საოჯახო სასტუმრო, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვერ ისარგებლეს სახელმწიფო დახმარებით, ასევე შეძლებენ, ჩაერთონ სესხის პროცენტის
სუბსიდირების პროგრამაში.

„შევიდა ცვლილება და ამ სქემაში ერთვებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ინდმეწარმეებს და კომპანიებს, რომლებსაც მათგან აქვთ აღებული სესხი, შეეძლებათ ისარგებლონ საკრედიტო-საგარანტიო სქემით და ასევე შედის გარკვეული ტექნიკური დაზუსტება მცირე და საშუალო სასტუმროებთნ დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, პროგრამაში კიდევ 800 სასტუმრო ჩაერთოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

განმარტებისთვის: საკრედიტო - საგარანტიო სქემაში საქართველოში მოქმედი 12 ბანკია ჩართული და სქემა „აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ მოქმედებს. "სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას“, - ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციაში.