14.თებერვალი .2020 14:59

სესხის თანადაფინანსება 177 მცირე და საოჯახო სასტუმროსთვის მოხდა

views 265
უკან

გასული წლის ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულ 177 მცირე და საოჯახო სასტუმროს სახელმწიფომ სესხი დაუფინანსა. ამის შესახებ სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აცხადებს.

მისი თქმით, საუბარია დაახლოებით 500 ათას ლარზე, რომელიც ამ პროგრამისთვის დაიხარჯა.

“ამ (რუსეთის) ავიასანქციებმა ძალიან ცუდი გავლენა იქონია მათს ჯავშნებზე, შესაბამისად, 177 სასტუმროს ხელი შევუწყვეთ იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი გადაეტანათ. ახლა ეს პროგრამა დაიხურა, რადგან ის მორგებული იყო დროებით და კონკრეტულ გამოწვევაზე”,- აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

კითხვაზე, საჭირო იყო თუ არა სასტუმროებისთვის სესხის დაფინანსება საერთოდ და გაართმევდა თუ არა ამ პრობლემას თავს თავად ბიზნესი, მიხეილ ხიდურელი პასუხობს:

“ბიზნესს თვითონ რომ მოეხერხებინა ამის დაფინანსება, საჭიროც არ გახდებოდა პროგრამა, იცით, რომ მინისტრს და სხვადასხვა უწყებებს ჰქონდათ შეხვედრები ამ ადამიანებთან და ეს იყო მათთვის ძლიან მტკივნეული”,- აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

2019 წელს თბილისში “გავრილოვის ღამის” შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა. სასტუმროების ნაწილში კი ჯავშნები გაუქმდა. იმისთვის, რომ ბიზნესს კრედიტების გადახდისას პრობლემა არ შექმნოდა, სახელმწიფომ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავდა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიერ სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტებისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა