მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Setanta Sports-მა უზბეკეთში, სპორტული მაუწყებლის ლიცენზია მოიპოვა

638e0b4cc7a50
BM.GE
06.12.22 09:00
2375
საერთაშორისო მედია Setanta Sports-მა, უზბეკეთში სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა. ამჟამად კომპანია ციფრულ და საკაბელო პლატფორმებზე, ევროპისა და აზიის 15 ქვეყანაში მაუწყებლობს და ადგილობრივ მაყურებელს ექსკლუიურად სთავაზობს ისეთი ტოპ სპორტული ჩემპიონატების ტრანსლაციებს, როგორებიც არის: ინგლისის პრემიერ ლიგა, იტალიის სერია ა, გერმანიის ბუნდესლიგა, UFC, NBA, Formula 1 და მარავალი სხვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია SMH-ის დამფუძნებელმა და Setanta Uzbekistan-ის თანა პარტნიორმა, ლაშა მაჭავარიანმა ისაუბრა:

"უზბეკეთი საკმაოდ დიდი და პერსპექტიული ბაზარია, სადაც ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად შევძელით ახლა უკვე სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვება, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იყო. ამჟამად ჩვენი არხები ხელმისაწვდომია ყველა პლატფორმაზე, უზბეკეთის ნებისმიერი მოქალაქისთვის. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 3 თვიანი ოპერირების შედეგად Setanta Sports-ს უკვე ჰყავს ნახევარი მილიონი აქტიური მომხმარებელი, რაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრია ასეთი მოკლე პერიოდისთვის, მითუმეტეს ამ ინდუსტრიაში".

უზბეკეთში სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით Setanta Sports-ის კომერციული დირექტორი დავით ჯაფარიძე:

"Setanta Sports-ისთვის უზბეკეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა, სადაც საგრძნობლად იზრდება ინტერნეტის პენეტრაციის ტემპი და მოსახლეობის სპორტით მიმართ ინტერესი. OTT პლატფორმაზე, რეკორდულად მოკლე დროში თითქმის ნახევარი მილიონი გამომწერის დარეგისტრირება კიდევ ერთი დასტურია, რომ სპორტი და განსაკუთრებით ის ჩემპიონატები და ტურნირები, რომლის ტრანსლაციასაც Setanta Sports-ი უზრინველყოფს მომხმარებლისთვის საინტერესო და პრიორიტეტულია. ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ სატელევიზიო ლიცენზიის მოპოვება და ამ მიმართულებით განვითარება ჩვენ კომპანიას კიდევ უფრო გააძლიერებს".

Setanta Sports-ი ირლანდიაში დაფუძნებული სპორტული მაუწყებელია. 2021 წელს კომპანია OTT პლატფორმის მიმართულებით განვითარდა და მომხმარებელს სატელევიზიო არხებთან ერთად, აპლიკაცია setantasports.com-ით სარგებლობა შესთავაზა. ამჟამად, Setanta Sports-ი ევროპისა და აზიის 15 ქვეყანაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ფილიპინები) ოპერირებს.

R