03.მაისი .2020 13:08

სეტყვის შედეგად საჩხერეს დაახლოებით მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა

views 345
უკან

გუშინ საჩხერეში მოსული უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაზარალდა. რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზები და სავარგულები დააზიანა.

მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია დაითვლის, თუმცა როგორც საჩხერის მერმა, ბენიამინ ფალავანდიშვილმა „ტვ პირველს“ სატელეფონო საუბრისას განუცხადა, დაზარალებულია მუნიციპალიტეტის 12 სოფელი. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი კი დაახლოებით მილიონ ლარს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა