მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სეუ დეველოპმენტი" მომხმარებლებს განვადებაზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს

5e70d2aee24c9
BM.GE
17.03.20 17:36
705
კორონავირუსის პანდემიის გამო, „სეუ დეველოპმენტის“ გადაწყვეტილებით, კომპანიის ყველა მომხმარებელს, რომლებიც განვადებით სარგებლობენ, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცათ.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, საშეღავათო პერიოდი მომხმარებლებისთვის ნიშნავს, რომ მათ მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით განვადების თანხის გადახდა არ მოუწევთ და მომდევნო სამი თვის შენატანი უპროცენტოდ, თანაბრად და ჯარიმის გარეშე გადანაწილდება დარჩენილ თვეებზე.

„საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვგრძნობთ სოციალურ პასუხისმგებლობას და ვიზიარებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ჩვენს მომხმარებლებს განვადებაზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესდათ, "სეუ დეველოპმენტი"-ს ოფისმა ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად დაიწყო მომხმარებლების მომსახურება. ამ პროცესში კი საგრძნობლად გამარტივდა ბინის შეძენის პროცესი. ამასთან, ოფისსა და საცხოვრებელ კორპუსებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, რათა ჩვენი ბინადრები და თანამშრომლები დავიცვათ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„სეუ დეველოპმენტი“ აქვე განმარტავს, რომ დისტანციური მუშაობა და შეზღუდვები არ ეხება მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებსა და მომუშავე პერსონალს.

„მშენებლობა გეგმის მიხედვით, უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმების დაცვით მიმდინარეობს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

„სეუ დეველოპმენტი“ დეველოპერულ ბაზარზე 2014 წლიდან შემოვიდა. აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმზე და დაჯილდოებაზე EEA Real Estate Forum & Project Awards კომპანიის პროექტებმა არაერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარებები და სპეციალური ჯილდოები - „წლის საუკეთესო საცხოვრებელი პროექტი“, „მომავლის პროექტი - საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც უსწრებს დროს“ და სხვა.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

www.seudevelopment.ge  

www.facebook.com/SEUdevelopment  

596 707 070, Viber, whatsapp

#COVID19

#ერთადშევძლებთ

#მოვუფრთხილდეთერთმანეთს
NS