მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეუ-მ და SEU DEVELOPMENT-მა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ბინა აჩუქეს

61024ca78ea9b
ინგა მურუსიძე
29.07.21 10:42
1224
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტ და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს.

"საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუ-მ” და ,,SEU DEVELOPMENT”-მა, უნივერსიტეტის რექტორის გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, სეუ-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს, საჩუქრად გადასცა "სეუ დეველოპმენტის" დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინა.

„დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის, ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია. კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ ლაშას, გვჯერა მომავალშიც არაერთხელ ვიამაყებთ მისით. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ლაშასთვის ეს ისტორიული გამარჯვება მიგველოცა და საჩუქრად ,,SEU DEVELOPMENT”-ის დასრულებულ კომპლექსში, საბურთალოზე 100 კვ.მ ბინა გადაგვეცა. ვულოცავთ მთელ საქართველოს, ეს ქვეყნის გამარჯვებაა“, - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში და SEU DEVELOPMENT - ში.